19 June 2014

დავით ნარმანია: მოვდივარ, რომ თბილისი გახდეს ოცნების ქალაქი!



„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია „facebook"-ის ოფიციალური გვერდიდან თბილისელებს მიმართავს.

თბილისელებო, მოგესალმებით! პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველას, განურჩევლადპოლიტიკური პოზიციისა, ვინც საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და ვისაც კარგად ესმის,რომ არჩევნებში მონაწილეობით, პირველ რიგში, ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს,დემოკრატიული განვითარების გზას.

15 ივნისის არჩევნები ისტორიაში არა მხოლოდ იმიტომ შევა, რომ საქართველოში შედგაუპრეცედენტოდ თავისუფალი თვითმმართველობის არჩევნები, არამედ იმიტომაც, რომხელისუფლებამ, პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუწესა განსაკუთრებულად მაღალი ბარიერი.მიუხედავად ამისა, არავის გუნდში არ გასჩენია ცდუნება, რომ ხელი ეფათურებინა საკუთარიმოქალაქეების არჩევანში. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ისტორიულიმოვლენის თანამონაწილეები: ქვეყანაში მკვიდრდება მეორე ტურის კულტურა, რაც კიდევ ერთიდადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია.

ეს არის ჩვენი შვილების მომავლისთვის შექმნილი ფუნდამენტი და ეს ყველაზე დიდი მიზანიაყველა მიზანს შორის.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მხარდამჭერებს, თითოეულ თბილისელს,რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ჩათვალეს, რომ მთავარი ის კი არ არის, ვინ, სად, რომელქალაქში, ან რომელ უბანში დავიბადეთ, არამედ ის, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი საერთოსამშობლოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის და იმ ქალაქისთვის, რომელიც ყველას განურჩევლად ასეძალიან გვიყვარს. თქვენს ნდობას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მითუმეტეს, რომ ჩემიცხოვრების უდიდესი ნაწილი ამ ქალაქში გავატარე და ისევე მტკიოდა და მტკივა წლებისგანმავლობაში დაგროვილი უამრავი პრობლემა, როგორც თითოეულ თქვენგანს. თითოეულიშემოხაზული ბიულეტენი დავით ნარმანიადა თითოეული თქვენი ხმა ჩემთვის დიდი სტიმული დამოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლო გამარჯვებისთვის, კიდევ უფრო მეტიძალისხმევა ჩავდო იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა მრავალი თვისგანმავლობაში ვიმუშავეთ. მე მოვდივარ თქვენი კეთილდღეობისთვის, დასაქმების, ცხოვრებისა დადასვენების საუკეთესო პირობების შექმნისთვის, გაჭირვებული ადამიანების დახმარებისთვის,ახალგაზრდებისა და პენსიონერებისთვის, რომ თბილისი გახდეს თქვენი ოცნების ქალაქი", - წერსნარმანია. 

No comments:

Post a Comment