19 June 2014

„სხვა უფრო სერიოზული საქმეებით ვართ დაკავებულები"...-ვიკა დოლიძე ვანო მაჭავარიანის განცხადებებზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის ვანო მაჭავარიანის მიერ „მაესტროს ცხრიანში“ გაკეთებულ განცხადებებს, მის ილუზიებს უწოდებს. „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ვანო მაჭავარიანი რაღაც კონსპირაციების თეორიებზე საუბრობს, რომლის შეფასებასაც ის არ აპირებს.„ამაზე რა შეფასება უნდა გავაკეთო, სხვა უფრო სერიოზული საქმეებით ვართ დაკავებულები. რაღაც კონსპირაციების თეორიებზე საუბრობს ალბათ, მე მის თეორიებს ვერ ჩავწვდები... რა თქმა უნდა ეს არის მისი კონსპირაციული ილუზიების ნაყოფი“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძე„პირველი რადიო“ შეეცადა აღნიშნულ თემაზე „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან დაკავშირებასაც თუმცა ნაწილმა ტელეფონის ზარს არ უპასუხა, ნაწილმა კი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.რაც შეეხება ვანო მაჭავარიანის განცხადებებს, მან „მაესტროს ცხრიანის“ ეთერში აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ მთავრობამ ერთგვარი დისტანცია დაიჭირა პრეზიდენტთან და მხოლოდ დათანხმების პრინციპით და კონსტიტუციის გვერდით გადადებით სურს მთავობას პრეზიდენტი მუშაობა. ასევე, მისივე თქმით ოთხო- ხუთი მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან არ მოდის და ის, რომ პრეზიდენტს უნდა შეცვლა, რეალურია.

No comments:

Post a Comment