19 June 2014

„კარგად ორგანიზებული რევოლუცია მოდის“

ვალერი გელბახიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა დაითხოვოს. იურისტი „ალიასთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ახლო მომავალში ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, რომელიც ხალხს სათავეში ჩაუდგება.„მან სასწრაფოდ უნდა დაითხოვოს მთავრობა და მოიყვანოს რეფორმატორთა გუნდი, ამ განვითარების ლოგიკით, ფინალი იქნება კატასტროფა. გარდაუვალია მღელვარება, გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ხალხს ჩაუდგება სათავეში, რომელიც იძულებულს გახდის მთავრობას, სახლში წავიდეს. ყველა ელოდება სიტუაციას, რომ კბილი გამოაჩინოს. ამ კბილებიდან დღეს ღიმილი მოჩანს, მაგრამ ხვალ შეიძლება ეშვები გამოაჩინონ. კარგად დაიმახსოვრეთ, კარგად ორგანიზებული რევოლუცია მოდის ხელისუფლების წიაღიდან. ამიტომ მთავრობაა დასათხოვი მთელი შემადგენლობით, შესარჩევია ახალი მთავრობა ეროვნულობის ნიშნით. პარტიულ ნიშნას თავი უნდა დაანებოს პრემიერმა, რადგან პარტიულ ნომენკლატურულ კონიუნქტურას კრიზისში შეჰყავს ქვეყანა. ამიტომ თქვენი გაზეთის მეშვეობით ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევდი, - დრო არ ითმენს, სასწრაფოდ შეცვალეთ მთავრობა, ბატონო ირაკლი!..“, - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

No comments:

Post a Comment