19 June 2014

გერმანიის მთავრობამ საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირთან ასოცირებას მხარი დაუჭირა

გერმანიის მთავრობამ საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირთან ასოცირებას მხარი დაუჭირა. 
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, "მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მთავრობის წევრებმა ფორმალურად დაუჭირეს მხარი შეთანხმებას, რომელსაც ხელი 27 ივნისს მოეწერება".

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, ამით იხსნება თანამშრომლობის გზა, სტაბილურობის გამყარება და კეთილდღეობის ამაღლება, აღმოსავლეთ ევროპასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში.

მისი თქმით, მიღწეული შეთანხმების ნაწილი გახდება პოლიტიკური დიალოგი ისეთ თემებზე, როგორებიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების გამყარება.

No comments:

Post a Comment