19 June 2014

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი კვლავ ვაკანტურია

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი კვლავ ვაკანტურია. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, ამ დრომდე სად-ის თავმჯდომარის მოვალეობას გოგი გახარია ასრულებს, რომელიც ბოლო თავმჯდომარის, დიმიტრი დარბაისელის მოადგილე იყო. 
დარბაისელი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მაღალი პრემიების დარიგებაზე ინფორმაცია გავრცელდა. თავდაპირველად, თავმჯდომარის მოვალეობას დარბაისელის პირველი მოადგილე, სიმონ მაჩაიძე ასრულებდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ იგი გოგი გახარიამ ჩაანაცვლა. 
გაცემული პრემიების ნუსხაში გახარიაც არის, რომელსაც შემოსავლის სახით, 39 ათას 130 ლარი აქვს მიღებული. 
თავად სად-ის ყოფილ თავმჯდომარეს, დიმიტრი დარბაისელს, გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, აღებული აქვს 18 ათას 222 ლარი, ხოლო მის პირველ მოადგილეს, სიმონ მაჩაიძეს, რომელიც დეპარტამენტში ამ დრომდე მუშაობს – 38 ათას 733 ლარი. 
დარბაისელთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი რამდენიმე პირმა დატოვა. 


                                                                                                      წყარო:www.interpressnews.ge

No comments:

Post a Comment