ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროს“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა. გადაცემის წამყვანმა თეა სიჭინავამ გადაცემის დაწყებამდე ის მიზეზი განმარტა, თუ რატომ აღარ მიდიან მასთან სტუმრად უმცირესობის წევრები.
როგორც მან აღნიშნა, გადაცემაში არ მონაწილეობის მიზეზი წინა სამშაბათს მიწვეული სტუმარი ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე გახდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი ჩვენს ეთერში ერთ-ერთი ინტერვიუს გასვლის გამო გამოგვიცხადა. ერთი კვირის წინ სტუმრად გვყავდა ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, სწორედ ამის შემდეგ “ნამოძრაობამ” გადაწყვეტილება მიიღო ბოიკოტი გამოუხადოს ჩვენს გადაცემას “,- განაცხადა თეა სიჭინავამ.
No comments:
Post a Comment