18 June 2014

პრემიერი - როდესაც ბარიერის 50%-მდე გაზრდა გადავწყვიტეთ, მეორე ტურის ალბათობა გააზრებული გვქონდა

პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღრიბაშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მისი ინიციატივით, საარჩევნო ბარიერის 50%–მდე გაზრდა შეგნებულად, ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყვიტა.
ამის შესახებ პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბარიერის აწევის გადაწყვეტილების მიღების დროს, კოალიციას გააზრებული ჰქონდა, რომ მეორე ტურის გამართვის ალბათობა ძალიან დიდი იქნებოდა.
„როდესაც ჩემი ინიციატივით კოალიციამ გადაწყვიტა ბარიერის აწევა 50%–ზე, ჩვენ აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა, რომ ალბათობა ოლქებში მეორე ტურისა, ძალიან დიდი იქნებოდა, მაგრამ შეგნებულად, ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, ამ რისკზე წავედით და შეგნებულად გავაკეთეთ ეს“–განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური რამდენიმე ოლქში მეორე ტურის დანიშვნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აღნიშნავს, რომ პირიქით, ეს ფაქტი მათი და მთელი საქართველოს გამარჯვებაა.
„ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და მთლიანად საქართველოს გამარჯვება, ვინაიდან პირველად საქართველოს ისტორიაში, გაიმართა დემოკრატიული, მშვიდი, თავისუფალი თვითმმართველობის არჩევნები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუშინ მოვისმინე ძალიან ღირსეული და ობიექტური შეფასება უცხოელი დიპლომატებისგან და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მხრიდან იყო აბსოლუტურად ჩაურევლობა გარანტირებული და არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქსა და სოფელში არ დაფიქსირებულა ჩვენი მხრიდან ჩარევა, ამ ფონზე ასეთი შედეგების მიღება „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დიდი გამარჯვებაა. მინდა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს კოალიციას კიდევ ერთხელ მივულოცო ეს ძალიან ღისრესული და დამაჯერებელი გამარჯვება“–განაცხადა ირაკლი ღრიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ იმ სამ რაიონში, სადაც გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, მაქსიმალურად ოპერატიული რეაგირება იყო და ხარვეზები დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა. 
„პოლიციამ დააკავა ათი კაცი, რომელთა წინააღმდეგ საქმე აღიძრა და ასევე, 4 პირი ადმინისტრაციული წესით“–აღნიშნა ღარიბაშვილმა. 
მან არჩევნების შედეგები, როგორ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა შეაჯამა.

No comments:

Post a Comment