საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმ წინასაარჩევნო დაპირებებს გამოეხმაურა, რომელსაც “ქართული ოცნება” მოსახლეობასა და ამომრჩევლებს დაპირდა.
როგორც კალაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, მათ არ დავიწყებიათ ის დაპირებები, რასაც ისინი მოსახლეობას დაპირდნენ.
“ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ეს ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული და გააზრებული. ჩვენ გვახსოვს ყველა ის დაპირება, რომელიც იყო გაცემული ჩვენი მოსახლეობისა და ამომრჩევლის წინაშე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა ის დაპირება რომელიც გაცებული იყო, შესრულდება “, – განაცხადა კახა კალაძემ.
No comments:
Post a Comment