„ყველა არც უნდა იყოს ხელისუფლების მომხრე“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“. იგი არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეიძლება არ არის იმ პოზიციაზე, რაზეც „ქართული ოცნებაა“.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეიძლება არ არის იმ პოზიციაზე, რაზეც „ქართული ოცნებაა“ და შეიძლება, მათ სხვა დამოკიდებულებები აქვთ და ეს ბუნებრივია. მეორე საკითხია, რომ ნამდვილად უპირობო ლიდერია „ქართლი ოცნება“ და ჩვენი სახელმწიფო იმსახურებს ბევრად უფრო უკეთეს ოპოზიციას, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა კობახიძემ.
No comments:
Post a Comment