24-26 ივნისს ვენაში ეუთო-ს უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში ეუთო-ს სივრცეში არსებული გამოწვევები, ტრანსნაციონალური საფრთხეები, აგრეთვე, ადრეული გაფრთხილების, კონფლიქტის პრევენციის, კრიზისის მართვის, კონფლიქტის მოგვარებისა და პოსტ კონფლიქტური რეაბილიტაციის საკითხები განიხილება.
ეუთო-ს უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ყოველწლიურ კონფერენციაზე სპეციალური სესია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დაეთმობა. იგეგმება საქართველოს დელეგაციის წევრების სიტყვით გამოსვლა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
No comments:
Post a Comment