23 June 2014

უკრაინის სამმა ექს-პრეზიდენტმა პუტინს ღია წერილით მიმართა

უკრაინის სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა, ლეონიდ კუჩმამ და ვიქტორ იუშჩენკომ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართეს.
„ჩვენ რუსეთის პრეზიდეტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილი მივწერეთ, რომელშიც აღვნიშნეთ, რომ უკრაინა მშვიდობიანი მოლაპრაკებებისთვის მზად არის, რუსეთს კი აგრესიის შეწყვეტისკენ მოვუწოდეთ,“-განაცხადა კრავჩუკმა
მისი თქმით, დიქტატორმა პუტინმა უკრაინელ ხალხს უნდა მოუსმინოს და ისტორია გაიხსენოს, განსაკუთრებით კი ფაშისტების წინააღდმეგ ნიურბერგის პროცესი.
„თუ ახლა პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას შეწყვეტს, მას აქვს შანსი, ისტორიაში დარჩეს როგორც „ნათელი პიროვნება“. მისი ძალისხმევის გარეშე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში კონფლიქტის ჩახშობა ვერ მოხერხდება. ამჟამინდელმა მოვლენებმა აჩვენეს, სინამდვილეში როგორი ურთიერთობა გააჩნიათ რუსეთსა და უკრაინას. რუსეთი, პუტინის მეთაურობით, უკრაინელი ხალხის რეალური მტერია. ცნობისთვის, პუტინის პოლიტიკას რუსების 80% უჭერს მხარს,“-განაცხადა კრავჩუკმა.
ექს-პრეზიდენტ  ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით კი, რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ოფიციალურად გამოუცხადებელ ომს უკვე აწარმოებს.
„პუტინისადმი წერილი კორექტულ ფორმაში და რუსელ ენაზეა შედგენილი, რადგან ის უკრაინულ ენას არ ფლობს. იქნებ რუსულ ენაზე მაინც გაიგოს კარგად. პუტინის ადეკვატური პასუხის იმედი გვაქვს,“- აღნიშნეს პრეზიდენტებმა.

No comments:

Post a Comment