20 June 2014

აჭარაში დაკარგული 21 წლის ბექა გოგიტიძე ჩამომხრჩვალი იპოვეს

აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 21 წლის ბექა გოგიტიძე ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს , მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. 
სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორი დღის წინ ბექა გოგიტიძის მამამ ოთარ გოგიტიძემ განუცხადა, მისმა შვილმა 16 ივნისს სარფის საბაჟო 17:50 საათზე გადმოკვეთა და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.
ოთარ გოგიტიძის ოჯახი ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენში გასული წლის 7 აგვისტოს დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახის მეზობლად ცხოვრობს. 

No comments:

Post a Comment