თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 12 ან 13 ივლისს ჩატარდება. თამარ ჟვანიას განცხადებით, ხმის დათვლის პროცედურა სრულდება. მუშაობას საოლქო კომისიებიც ასრულებენ.
კომისიის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ყველა საოლქო კომისია შემაჯამებელ დოკუმენტს დადებს, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგს გამოაქვეყნებს. სწორედ ამის შემდეგ სამ დღეში მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება.
რაც შეეხება იმ 8 საარჩევნო უბანს, სადაც არჩევნების პროცესი ჩაიშალა, ჟვანიას განცხადებით, ხელახალი კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება.

No comments:
Post a Comment