16 April 2015
National Geographic-ის შემდეგ, ბრიტანულმა "ტელეგრაფმა" გერგეთის სამება მსოფლიოს საუკეთესო ტაძრების სიაში შეიყვანა
გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.
გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია.
ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა.
სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment