09 April 2015

"მადლობას ვუხდით მათ იმ ღვაწლისთვის, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. პრეზიდენტმა, 9 აპრილს დაღუპულებს მადლობა გადაუხდა.

„1989 წელს აქ დაღვრილი პატრიოტების უმანკო სისხლი, ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში გამოიხატა. ბუნებრივია, ჩვენ ყოველ წელს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს და მათ ხსოვნას, ვინც აქ იცავდა ჩვენს მომავალ სახელმწიფოებრიობას და მადლობას ვუხდით მათ იმ ღვაწლისთვის, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. საქართველოს პირველმა პრეზიდეტმა მაშინ ეს აქტი სწორედაც ამ ტრაგიკულ მოვლენებს დაუკავშირა, რითაც ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ძალიან რთულ და მნიშვნელოვან გზას",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

No comments:

Post a Comment