"გარე ინფრასტრუქტურის მოწყობის" პრგორამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის 6 ახალი პანდუსი გაიხსნა, მათ შორის ერთ-ერთი ქუთაისის მერიის შენობასთან.
ქუთაისში პანდუსების მოწყობისთვის ქალაქის მერის მხრიდან სულ 28 000 ლარი დაიხარჯა.
"გარე ინფრასტრუქტურის მოწყობის" პროგრამის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ადგილზე იგეგმება პანდუსების მოწყობა, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული მშენებლობები მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე დაიწყო, თუმცა თანხები გათვალისწინებულია ყველა იმ შენობაზე, რომელიც საჭიროებს პანდუსებს.
No comments:
Post a Comment