„ბათუმი ცენტრალში“ რკინიგზის სადგურის გარდა, სავაჭრო ობიექტები და გასართობი ცენტრები განთავსდება. შენობა კომპანია „ბათუმი ცენტრალმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან პირობიანი აუქციონის წესით შეიძინა. ობიექტზე, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაიწყო, ახალმა მფლობელმა 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
„ბათუმი ცენტრალი“ რკინიგზის სადგურთან ერთად უახლოეს დღეებში გაიხსნება. ჩვენ ამისთვის უკვე მზად ვართ. პირველად რკინიგზის სადგური გაიხსნება, შემდეგი ავტოსადგური იქნება. ბოლოს კი, სავაჭრო და გასართობი ცენტრები და სხვა ობიექტები გაიხსნება“, – განაცხადა „ბათუმი ცენტრალის“ უსაფრთხოების ინჟინერმა ტარიელ ჯაიანმა.
No comments:
Post a Comment