09 April 2015
ქუთაისის პირველმა პირებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვნით შეამკეს
9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. ქუთაისის პირველმა პირებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვნით შეამკეს, შოთა მურღულიამ, გივი ჭიჭინაძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და დეპუტატებმა მემორიალთან სანთლები დაანთეს. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი 12 მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ანდრიამ გადაიხადა. ასევე მოეწყო 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა .მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა მემორიალი ტიტებით შეამკეს
,,დღეს მნიშვნოლოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 9 აპრილი 26 წლის შემდეგაც გვაბრუნებს წარსულთან და გვახსენებს თუ რა გააკეთეს ჩვენმა თანამემამულეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე სევდიანია და პატივს მივაგებთ იმ გმირებს ,რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებას“ -აღნიშნა შოთა მურღულიამ
1989 წლის 9 აპრილის სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანი გაზით მოიწამლა. თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის აგორებისა და ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
კატეგორია:
რეგიონი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment