09 April 2015

რუსთავში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

რუსთავში, დიდების ხეივანში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
ღონისძიების ფარგლებში, დიდების ხეივანში 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო და ანსამბლ ,,მე რუსთველის’’ მიერ შესრულდა რამდენიმე ფოლკლორული სიმღერა. 
1989 წლის 9 აპრილს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი, მათ შორის 14 ქალი დაიღუპა, დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა აქციის ასობით მონაწილე.

No comments:

Post a Comment