05 March 2015

„ფულს სუნი არ უდის“ – „ნაციონალების“ დავალება და აქცია სლოგანით „შემოულაწუნე“

„ნაციონალების" ფულით მოგვარებული პრობლემების შემდეგ, 26 თებერვალს კახა კუკავა, ალექსანდრე შალამბერიძე და ირაკლი ღლონტი ფინანსთა სამინისტროსთან პლაკატებით მიცვივდნენ და აქცია გამართეს სლოგანით: „შემოულაწუნე!" ამის შესახებ „კვირის ქრონიკა" წერს. გაზეთის ინფორმაციით, პარტია „რეფორმატორებსა" და „ნაციონალური მოძრაობას" საერთო გეგმები აქვს, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ღლონტმა „ნაციონალებისგან" სპეციალური დავალებები მიიღო. ერთ-ერთი დავალება კახა კუკავასთან და ალექსანდრე შალამბერიძესთან ერთად საერთო ენის გამონახვას ეხებოდა, რომელიც „რეფორმატორების" ლიდერმა უკვე შეარულა.
„ამ ადამიანს კონკრეტული დავალებები მისცეს და ერთი უკვე შეასრულა კიდეც - მან პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერებთან, კახა კუკავასთან და ალექსანდრე შალამბერიძესთან არა მხოლოდ საერთო ენა გამონახა, „ნაციონალების" ხარჯზე ფინანსური პრობლემებიც მოუგვარა. სწორედ ამის გამოძახილი იყო 26 თებერვალს ფინანსთა სამინისტროსთან გამართული აქცია სლოგანით: „შემოულაწუნე!" სადაც კახა კუკავა და ალექსანდრე შალამბერიძე ირაკლი ღლონტთან ერთად პლაკატებით მიცვივდნენ. კუკავამ მაშინ განაცხადა, ხელისუფლებას სურს იგივე საქართველოში, რაც საბერძნეთში ხდება, ამას არ დავუშვებთო. მართალია, კუკავა აზრზე არ არის, რა სურს საბერძნეთის ხელისუფლებას, მაგრამ ვინაიდან ფულს სუნი არ უდის, ანუ ნებისმიერ კუპიურას ერთნაირი სუნი აქვს, „ნაციონალების" წისქვილზეც მშვენივრად დაიწყო წყლის დასხმა,"- წერს გამოცემა.

No comments:

Post a Comment