ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა სამშენებლო სექტორზე, რამაც შეაფერხა სამშენებლო დარგის განვითარება.
„საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ, სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს. შედეგად კი, კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაუგროვდათ, რაც მათ მძიმე ტვირთად აწვება და ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას,"-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის შემდგომ განვითარებას და ამ დარგიდან დადებითი ეფექტების გადაცემას სხვა სფეროებზე, კერძოდ, სამშენებლო მასალების და სარემონტო მომსახურების სფეროებზე.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა-მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი ნაცვლად 20 %-ისა, დაიბეგრება 5 %-ით.
„გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის. კერძოდ, ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5 %-ით, ნაცვლად 20 %-ისა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
No comments:
Post a Comment