19 February 2015

"რეგიონებში ძალიან ბევრ პროექტს სუბსიდირებას გავუკეთებთ"

"ჩვენ სუბსიდირებას გავუკეთებთ ძალიან ბევრ პროექტს რეგიონებში, რომელიც რეგიონების გამოცოცხლებას გამოიწვევს",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეგიონების ეკონომიკური განვითარების მიზნით, მთავრობა მუშაობს და მარტის თვიდან გეგმების პრეზენტაცია გაიმართება.
"ჩემი დავალებით რამდენიმე თვეა მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე, ჩვენ თითოეული რეგიონი დეტალურად აღვწერეთ, თუ რა პოტენციალი არსებობს.
ჩვენ ვაპირებთ მარტის თვიდან აქტიურად დავიწყოთ ამ გეგმების პრეზენტაცია, ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა და კერძო სექტორი მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ჩვენ სუბსიდირებას გავუკეთებთ ძალიან ბევრს პროექტს რეგიონებში, რომელიც გამოიწვევს რეგიონების გამოცოცხლებას, იქ ეკონომიკის გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
წელს მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ "აწარმოე საქართველოში" პროგრამა და რაც შეიძლება მეტი საწარმო შევქმნათ ერთად",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

No comments:

Post a Comment