18 February 2015

ჰალსტუხისმჭამელი სააკაშვილი უკრაინელებს ასწავლის, როგორ დაიპყრონ რუსეთი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნას ყოველკვირეული ამერიკული გამოცემა, New York observer ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიაში საუბარია მასზედ, რომ ღატაკი, მაგრამ ძალიან ლამაზი ქვეყნის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავისი სამშობლოს ლურჯი ცა უკანასკნელად 2013 წელს ნახა, რადგან ის იქ ძებნილად არის გამოცხადებული კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და  დემონსტრაციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევის გამო. იგი შესაძლებელია 11 წლიანი მუხლით ციხეში მოხვდეს. ამ დანაშაულების გარდა მას ასევე ბრალდება ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, ბოტოქსის ინექციის, ეპილაციით ზედმეტი თმის მოცილების , მასაჟის და სხვა პირადი საჭიროების მიზნით.
ბუშის ადმინისტრაციის ერთგულმა მხარდამჭერმა სააკაშვილმა, გასული წელი ამერიკაში გაატარა, სადაც მისი მდიდარი ბიძა და Swarthmore-ის კოლეჯის სტუდენტი ვაჟი ცხოვრობენ. ექსპრეზიდენტ სააკაშვილს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მის მიერ თავის ქვყანაში ,დემოკრატიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის გაწეული დამსახურების გამო, მისი ალმა მატერი , კოლუმბიის უნივერსიტეტი სამუშაოდ მიიწვევდა,, მაგრამ იმედები არ გაუმართლდა, რადგან სამუშაო ვიზაზე უარი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინის, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, დევიდ პეტრეუსის (ეს უკანასკნელი მას ნიუ იორკის საცხოვრებელშიც კი ესტუმრა) პირადი მეგობარია, ჯეისონ ჰოროვიტსი New York Times-დან თვლის, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტს ისევე, როგორც სხვა სასწავლებლებს, ალბათ, აშფოთებთ, რომ  „ქოქოსის წვენის მწრუპავი” პრეზიდენტი ოდესმე გასამართლებული იქნება , რაც მათ იმიჯზე ცუდად იმოქმედებს.
საბოლოოდ, მისტერ სააკაშვილმა თავი უსაფრთხოდ მის ახალ სამშობლოში, უკრაინაში იგრძნო. 13 თებერვალს ის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. ამ თანამდებობიდან უხელმძღვანელებს რეფორმების მიმდინარეობას და დასავლეთიდან უკრაინის იარაღით მომარაგების საკითხებს.
ცოტა ხნით ადრე, ამ ბედნიერი ცვლილების მოლოდინში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტელეარხს ეწვია და ბედნიერი ღიმილით TV-24-ის ეთერიდან თავისი პირველი რჩევები გააჟღერა : თუ ამერიკა უკრაინას საბრძოლო იარაღს მიაწვდის, უკრაინელები რუსეთის დაპყრობასაც შეძლებენო.
.თუმცა სააკაშვილს უკრაინულ აუდიტორიასთან ორი მთავარი რამის აღნიშვნა დაავიწყდა : ერთი ის, რომ თავის „ძველ” სამშობლოში, მისი პრეზიდენტობის დროს , ამერიკის და ნატოს მიერ მიწოდებული იარაღი საბოლოოდ , რუსეთმა ჩაიგდო ხელში და თავის ლაბორატორიებში წაიღო შესასწავლად, ან სხვადასვა ადგილებში გამოფინა როგორც საომარი ალაფი. მეორე კი,, მიუხედავად ყველაფრისა, მისი მთავარსარდლობის დროს, საქართველომ ორი რეგიონი – აფხაზეთი და ოსეთი დაკარგა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ სატელევიზიო ინტერვიუს დროს სააკაშვილს ისეთივე წითელი ჰალსტუხი ეკეთა, როგორსაც 2008 წლის ომის დროს ღეჭავდა BBC-ს ჟურნალისტების კამერების წინ.-წერს გამოცემა .
წყარო :INTERNATIONAL OBSERVER

No comments:

Post a Comment