17 February 2015
თბილისის მერიიდან 445 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა
მერიის სისტემაში ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმებული 445 პირი, დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა - ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მერიის პრესსპიკერის განცხადებით, დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი. მისი თქმით, საკონკურსო საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და გამოსცა შესაბამისი ოქმი.
"მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1 033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორეზე – გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება", - განაცხადეს მერიაში.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტური ადგილების 40% ახალი კადრებით დაკომპლექტდება.
კატეგორია:
პოლიტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment