26 January 2015

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში (ვიდეო)

პროკურატურა ამ დრომდე არ ასაჯაროებს უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ვინაობას.
გავრცელებული ინფორმაციით,  მთავარ საგამოძიებო უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები ვაზაგაშვილის საქმეს უკავშირდება. 
ზურაბ ვაზაგაშვილის, ბაჩო ახალაიას და სხვა  გახმაურებული საქმეების პროკურორებმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.  
მათ შორის არიან უკვე ყოფილი პროკურორები:შაქრო ზაალიშვილი და თენგიზ ხარებავა. 
მთავარი პროკურატურა მათ გათავისუფლებას ვაზაგაშვილის საქმეს არ უკავშირებს. უწყების  ინფორმაციით, პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც 2006 წელს აქტიურად იყვნენ ჩართული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის პირვანდელ გამოძიებაში, პროკურატურაში დიდი ხანია აღარ მუშაობენ. 


No comments:

Post a Comment