17 October 2014

''მთებმა გამახსენეს შენი იავნანა'' - სიმღერა, რომელიც გელა დაიაურის ოჯახს მიეძღვნა (ვიდეო)


გელა დაიაურმა მისი გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეზე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.  "დღეს დემეტრეს დაბადების დღეა, არ მინდოდა ამ სიმღერის დადება, რადგან ჯერ სტუდიურად არ ჩაწერილა და თეოს საღამოსთვის მინდოდა ეს საჩუქარი გამეკეთებინა თქვენთვის. მაგრამ ეს სიმღერა გუშინ დაიწერა ტკივილით და ალბათ უფლის ნებით, უფალს ეტყობა ასე უნდოდა, ამიტომაც დემეტრეს და მის დედიკოს ვუმღეროთ ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, რომლის ტექსტის და მუსიკის ავტორი გახლავთ თაკო აბაშიძე...მადლობა თაკოს ამ სიყვარულის და ტკივილის ასეთი თბილი და დარდიანი, ემოციური და გულიანი ნამღერისთვის",- აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.  2010 წლის 22 ივლისს მომხდარმა ავტოკატასტროფამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან სამი ბავშვი. მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათენგენობიდან მომავლებს მუცოს ახლოს, სოფელ ხონეში მანქანა ხრამის პირზე მოუცურდათ. დაიაურების ოჯახმაც სამი წევრი დაკარგა, დედა - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი. 2 წლის დემეტრეს ცხედარი ვერ იპოვეს.



No comments:

Post a Comment