"ისე როგორც
მიმდინარე წელს,
2015 წელსაც მოსახლეობას დამატებით
ეცნობება, როდიდან
ექნებათ საშუალება
შეავსონ ელექტრონული
დეკლარაცია შემოსავლების
სამსახურის ვებ-გვერდზე. პირის
მიერ წარდგენილი
დეკლარაცია მის
პირადი აღრიცხვის
ბარათზე აისახება
ავტომატურად, დეკლარაციის
რეგისტრაციის დღეს,
რის შემდეგაც
თანხის დაბრუნების
მიზნით 3 თვის
ვადაში საგადასახადო
ორგანო სახაზინო
სამსახურს უგზავნის
შესაბამის საგადახდო
დავალებას, რომელიც
სრულდება 10 სამუშაო
დღეში", - აცხადებენ ფინანსთა
სამინისტროში.
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების
საკითხს არეგულირებს "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ"
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის
№996 ბრძანებით, განსაზღვრულია ფიზიკური
პირის მიერ
ხელფასის სახით
მიღებული დასაბეგრი
შემოსავლიდან დაუბეგრავი
მინიმუმის გამოქვითვის
და თანხის
დაბრუნების წესი
(მუხლი 392).
"2015 წელსაც დაუბეგრავი
მინიმუმის დაბრუნება
განხორციელდება ზემოაღნიშნული რეგულაციებით
განსაზღვრული წესითა
და პირობებით.
ამასთან, ისევე
როგორც 2014 წელს, 2015 წელსაც ბიუჯეტის
შემოსულობების დაგეგმვა
ხორციელდება დაუბეგრავი
მინიმუმის სახით
დასაბრუნებელი თანხის
გამოკლებით" – განმარტავენ ფინანსთა
სამინისტროში.
თუ პირის მიერ
2014 წელს მიღებული დასაბეგრი
ხელფასი არ
აღემატება 6000 ლარს, უფლება
ექნება 2015 წელს გამოქვითოს
დაუბეგრავი მინიმუმი
1800 ლარი და მოითხოვოს
აღნიშნულზე გადახდილი
შესაბამისი საშემოსავლო
გადასახადის თანხის
დაბრუნება.
კერძოდ, თუ პირის
მიერ 2014 წელს ხელფასის
სახით მიღებული
შემოსავალი 1800-დან 6000 ლარია, მოცემულ
შემთხვევაში, უფლება
ექნება დაიბრუნოს
360 ლარი, ხოლო თუ
1800 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში,
დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული
თანხის 20 პროცენტი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,
დაუბეგავი მინიმუმი
470 ათასზე მეტ მოქალაქეს
დაუბრუნდა. ფინანსთა
სამინისტროს დაბრუნებული
თანხის ოდენობა,
ჯამში, 131 მლნ ლარზე
მეტს შეადგენს.

No comments:
Post a Comment