07 October 2014

როგორ შეიქმნა კოკა-კოლა და როგორ მიაღწია წარმატებას მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა


ისტორია სათავეს XIX საუკუნის მიწურულიდან იღებს, როდესაც ატლანტის აფთიაქში კოკა-კოლას სიროფით დაიწყეს ვაჭრობა

Coca-Cola- პლანეტა
Coca-Cola მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. ამ გამაგრილებელი სასმლის ისტორია სათავეს XIX საუკუნის მიწურულიდან იღებს, როდესაც ატლანტის აფთიაქში კოკა-კოლას სიროფით დაიწყეს ვაჭრობა. ერთი ჭიქა კი სულ რაღაც ხუთი ცენტი ღირდა. საუკუნის შემდეგ, Coca-Cola- მრავალმილიონიანი გაყიდვები უზრუნველყო დედამიწის ორას ქვეყანაში. კომპანიის გლობალური მასშტაბების ხაზგასმის მიზნით, მარკეტინგში უზარმაზარი თანხები იდება.Coca-Cola- ამერიკული ცხოვრების წესის დანერგვისა და გაფართოების ერთ-ერთ იარაღადაც თვლიან.

ატლანტიდან მსოფლიოში
ამერიკის შეერთებული შტატების ათვისების შემდეგ, Coca-Cola- ამერიკის კონტინენტის გარეთაც გაიტანა პროდუქცია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის ჯარის მუდმივი მეგზური Coca-Cola იყო, რომელმაც თანდათან სხვა ქვეყნის ბაზრებიც დაიპყრო და კიდევ უფრო პოპულარული გახდა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ბლოკის დაცემასთან ერთად Coca-Cola- ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც მოიკიდა ფეხი.

Coca-Cola- ფრანგული სარეკლამო პლაკატი, 1960
სახელგანთქმული ბრენდი პალესტინური ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება, 2001.
1979 წელს, Coca-Cola ჩინეთში კვლავ დაბრუნდა. ამ ქვეყანაში ამერიკული ბრენდი ჯერ კიდევ 1929 წლიდან იყიდებოდა, თუმცა 1949 წელს, ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლისთანავე მისი გაყიდვა შეწყდა. 2000 წელს, ჩინეთის გავლით, Coca-Cola- მსოფლიოს ყველაზე დახურულ სივრცეში, ჩრდილოეთ კორეაშიც კი შეაღწია.
გაყიდვების მოცულობა რეგიონების მიხედვით (1999)
ჯამი მსოფლიო მასშტაბით: 16,5 მილიარდი ერთეული (კომპანიის ყველა ბრენდის ჩათვლით)

ჩრდილოეთი ამერიკა 32%
აზია 18%
აფრიკა 5%
ევროპა 20%
ლათინური ამერიკა 25%

1990 წელს, აფრიკის კონტინენტზე საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის Coca-Cola- 1,5 მილიარდი დოლარი დახარჯა.

მეორე მხარე
Coca-Cola- გლობალურ განვითარებას სიძნელეებიც ახლავს: ინდოეთში კომპანიას მცირე ფერმერები დაუპირისპირდნენ, რომლებიც Coca-Cola- ქარხნების მიერ მინდვრების დაბინძურებასა და გაუწყლოებას აპროტესტებდნენ. გარდა ამისა, ინდოეთში აცხადებდნენ, რომ სასმელი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავდა. კოლუმბიასა და გვატემალაში კომპანიის პოლიტიკა გააკრიტიკეს, რომელიც მუშათა პროფკავშირის ჩამოყალიბების წინააღმდეგ იყო მიმართული.ინდოეთის ერთ-ერთ დასახლებაში სასმელი წყლის რეზერვუარზე Coca-Cola- თავისი სარეკლამო პლაკატი მიუკრავს.



 წყარო: www.bpn.ge

No comments:

Post a Comment