31 July 2014

სოზარ სუბარი რუსთავში დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესთან ერთად ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე, მეტალურგიული კომბინატის ყოფილ საერთო საცხოვრებელში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.
აფხაზეთიდან დევნილი 27 ოჯახი საერთო საცხოვრებლის ყოფილ შენობაში 1992 წლიდან მძიმე პირობებში ცხოვრობს. როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, დევნილთა სამინისტრო და რუსთავის მერია თანადაფინანსებით, დევნილების საცხოვრებელ ბინებში კარ-ფანჯრებს შეცვლის, გაკეთდება საკანალიზაციო სისტემა, ყველა ოჯახისთვის ინდივიდუალურად მოეწყობა სველი წერტილები.

დღესვე სოზარ სუბარმა დავით ჯიქიასთან ერთად, დავით გარეჯის ქუჩა #4-ში მდებარე ბაგა-ბაღის ყოფილ შენობაში 15 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა. ბაგა-ბაღის ყოფილ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს ,,ტერმინალმაგანახორციელა. ობიექტის სატენდერო ღირებულებამ 288 750 ლარი შეადგინა. შენობაში 15 ბინაა, აქედან 1 სამოთახიანი, 6 ოროთახიანი და 8 ერთოთახიანი.

No comments:

Post a Comment