05 July 2014

მაგისტრალურ წყალმდენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის მერობის კანდიდატმა დაათვალიერა

,,ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით ჯიქიამ იაღლუჯის ქუჩაზე, მაგისტრალურ წყალმდენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის მოადგილე სერგო ბაგდასაროვთან ერთად დაათვალიერა.
მაგისტრალურ წყალმდენზე სამუშაოები გასულ თვეს დაიწყო. ამ ეტაპზე დაგეგმილ სამუშაოთა ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია. ძველი და ამორტიზირებული 600 მმ დიამეტრის მილსადენის 270 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახალი ფოლადის მილებით იცვლება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით ჯიქიას მერობის პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიგეგმა. მილსადენის ხშირი დაზიანების გამო იტბორებოდა რამდენიმე ქუჩა და გარკვეული შეფერხებები იქმნებოდა ქალაქის მარჯვენა სანაპიროს წყალმომარაგებაში.
 მაგისტრალური წყალმდენი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს მკვებავი ხაზია და ქალაქის ამ ნაწილს იაღლუჯის რეზერვუართან აკავშირებსკომპანია "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის მოადგილის, სერგო ბაგდასაროვის განცხადებით, სამუშაოები იაღლუჯის მთის ფერდობზე მიმდინარეობს და რთულად შესასრულებელია. სარებაილიტაციო სამუშეობი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
მარჯვენა სანპიროს მკვებავი მაგისტრალური წყალმდენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა  ქალაქის წყალმომარაგებაში პრობლემებს არ შექმნის და მოსახლეობა სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს.

მოგვიანებით, დავით ჯიქია და კომპანია "რუსთავის წყლის" ხელმძღვანელი პირები ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ და კომპანიის მიერ 2014 წელს მაგისტრალურ წყალმდენებსა და შიდა ქსელებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშოების შესახებ ესაუბრნენ. ადგილობრივებმა მიმდინარე სამუშაოების გამო კმაყოფილება გამოთქვეს.


No comments:

Post a Comment