16 June 2014

ტელეკომპანია "იმედის" განცხადება

ტელეკომპანია "იმედი" საარჩევნო ეგზითპოლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომოანია ეგზითპოლსა და არჩევნების ოფიციალურ წინასწარ შედეგებს შორის არსებული ცდომილების მიზეზებს და მოგვიანებით განმარტავს.

"საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებლები და მენეჯმენტი ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია ეგზითპოლების შემსრულებელ კომპანიასთან არკვევს ეგზითპოლსა და არჩევნების ოფიციალურ წინასწარ შედეგებს შორის არსებული ცდომილების მიზეზებს და მოგვიანებით გააკეთებს შესაბამის განცხადებას. ამავდროულად, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტში არ განხორციელებულა არანაირი საკადრო ცვლილება", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

No comments:

Post a Comment