02 July 2015

რუსთავში ახალი საწარმო „პანეკსი“ გაიხსნა - საწარმოს გახსნას ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო

რუსთავის გზატკეცილზე თანამედროვე, იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ახალი საწარმო "პანექსი" აშენდა, რომელმაც მშენებლობისთვის საჭირო ე.წ.სენდვიჩ პანელების პროდუქცია უნდა აწარმოოს.
"ასეთი სამშენებლო მასალის წარმოებამნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის.დარწმუნებული ვარ, ეს დიდ დახმარებას გაუწევსჩვენს სამშენებლო სექტორს. ჩვენს მშენებლებს არმოუწევთ უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანა. "პანექსის" პროდუქცია ასევე გავა ექსპორტზეყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი არის წარმოებისგანვითარება. იმედი მაქვს, რომ იმპორტს ადგილობრივი წარმოება ჩაანაცვლებს, რომელიც ექსპორტზეორიენტირებული იქნება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სენდვიჩ პანელების პროექტზე მუშაობა საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია ICES-თან ერთად გასული წლის მარტში დაიწყო. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 6 მლნ აშშ დოლარია.

No comments:

Post a Comment