კიდევ ვინმეს სჯერა NDI-ის და IRI-ის გამოკითხვების? ვისაც ჯერა მათ საყურადღებოდ ვწერ 2012 წლის ივნისში NDI-მ გამოაქვეყნა საკუთარი კვლევის შედეგები სადაც გამოკითხულთა 36% მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა, ხოლო 18% ქართულ ოცნებას, მეორე სოციოლოგიური კვლევა კი მათ ამავე წლის სექტემბერში გამოაქვეყნეს სადაც ამჯერად ნაც. მოძრაობის რეიტინგი 37%-ს შეადგენდა ხოლო კოალიცია ქართული ოცნების 12%-მდე იყო შემცირებული. რაც შეეხება IRI-ს მათ საკუთარი კვლევა აგვისტოში გაასაჯაროვეს სადაც ნაციონალებს ოდნავ მეტი 43% უჭერდა ხმას ქართულ ოცნებას კი 24% 1 ოქტომბერს კი ყველამ კარგად ვნახეთ თუ რა შედეგით დასრულდა არჩევნები.
ასევე მინდა კიდევ ერთ ძალზედ საინტერესო თემას შევეხო, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა კვლევის შედეგებიც რადიკალურად შეიცვალა მომდევნო კვლევებში ნაც. მოძრაობის რეიტინგი 10% გახდა, თუმცა ყოველ კვლევაში მათ თითო პროცენტი ემატებათ და ბოლო კვლევაში 16%-ზე ავიდნენ, რაც შეეხება ქართულ ოცნებას მათი რეიტინგი კი ეცემა თუ კარგად დააკვირდებით NDI ცდილობს საზოგადოებას შეაპაროს ნაცების მაღალი რეიტინგი. ასევე ბოლო კვლევაში მათ მიხეილ სააკაშვილის 30%-იანი რეიტინგი შემოგვთავაზეს ეს არის მკაფიო დასტური იმისა რომ ეს ორგანიზაცია ნაციონალების და სააკაშვილის დავალებას ასრულებს და მათი ეგიდით მოქმედებს. ასევე დღემდე გაუგებარია თუ რა მეთოდოლოგიით ატარებენ ისინი კვლევებს ვის, სად ან როდის კითხავენ? ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ NDI ნაციონალების მიერ დაწერილ ზღაპრებს გვიყვება. - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ბაბუხადია
No comments:
Post a Comment