26 May 2015
რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.კოსტავას გამზირზე, თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო ტექნიკა აქვს გამოფენილი, ხალხმრავლობაა მერიის წინ თავისუფლების მოედანზე და კოსტავას გამზირზე, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, სადღესასწაულო კონცერტი მიმდინარეობს.
ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ, საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობისათვის პარაკლისი გადაიხადა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები რუსთავის მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე დილის 11:00 საათიდან დაიწყო, მოედანზე სპეციალურ პავილიონში რუსთაველი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, შშმპ ცენტრისა და ნერვული დაავადებით დაავადებული ბავშვების ნამუშევრები, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში დაცული ეთნოგრაფიული ექსპონატებია გამოფენილი და რუსთავის კამერული ორკესტრის კონცერტი მიმდინარეობს. სპორტის სხვადასხვა სახეობებში კერძოდ, კალათბურთში, მკლავჭიდში, მინი ფეხბურთში, ჭადრაკში და მაგიდის ჩოგბურთში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ტაეკვონდოში, კუნგფუსა და სანდაში შეჯიბრებები და საჩვენებელი გამოსვლები იმართება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ რუსთაველებს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოსტავას გამზირზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს, ასევე საზეიმო კონცერტს დაესწრნენ და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.
მერიის წინ დამონტაჟებულ სცენაზე გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგენა. დღის მეორე ნახევარში თანამედროვე და საესტრადო ცეკვების ანსამბლ ,,ცხელი შოკოლადის", ქორეოგრაფიული ანსამბლების ,,სალხინოს", ,,ორიონის", ,,ილოურის", რუსთაველის", ,,ორბის" მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
დღის განმავლობაში მოედანზე შეკრებილ ბავშვებს მულტფილმების გმირების ფორმაში გამოწყობილი ანიმატორები ართობენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება. გალა-კონცერტში მონაწილეობას ანსამბლები ,,მე რუსთველი", ,,ფიროსმანი", ,,ჩაკრულო", ,,რუსთავის ბენდი", ,,თუთარჩელა", ,,თეტრალური კვარტეტი", ,,ფორტე", ეკა კვალიაშვილი, ელენე ფოჩხუა, თამთა ჭელიძე, თემურ ყვითელაშვილი, არმაზ დარაშვილი, ციური მჭედლიძე, ბაკო ალანია, მარიამ დოკვაძე, მარიამ ღვალაძე და ,,ჩენდყ", ცირა ალავერდაშვილი მიიღებენ. გალა კონცერტი სქართველოს ჰიმნითა და ფოიერვერკით დასრულდება, ჰიმნს კონცერტის ყველა მონაწილე ერთად შეასრულებს. გალა-კონცერტის დასრულების შემდეგ საზეიმო ღონისძიებებს ბენდები ,,დესპანი" და ,,შელბი", ასვე Dj გააგრძელებენ.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორები არიან - რუსთავის მერია, საქართველოს თავდაცვისა და კულტურის სამინისტრო.
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment