26 May 2015

Google-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა (ვიდეო)

Google-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი მიულოცა. საძიებო სისტემის საწყის გვერდზე ვიზიტორებს ფეიერვერკები ხვდება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს მოიპოვა იმავე წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე. რეფერედუმში მონაწილეთა 98%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობი აღდგენას 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს თარიღი დღესაც მიიჩნევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ. 26 მაისი ეროვნული დღესასწაული და უქმე დღეა.



No comments:

Post a Comment