26 May 2015

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს













პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენულისახელმწიფოა. ეს დიდი მონაპოვარია, რომელიცჩვენს ხალხს სისხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ,ყველა ერთად, ვალდებული ვართ,გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დავიცვათ ის,რისთვისაც საუკუნეების განმავლობაშივიბრძოდით და ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოსუკეთესი მომავლისთვის. დღეს საქართველოდემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას - ესარის ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი, ჩვენისახელმწიფოს განვითარების ერთადერთი გზა,რომელიც საერთო ევროპული ოჯახისკენმიგვიყვანს. ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლიავთქვათ, რომ ბევრად ახლოს ვართ მიზანთან, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვალდებული ვართ ქართველ ხალხს, საქართველოსთითოეულ მოქალაქეს შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე. მედარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნებაქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა თუ ეთნიკურიჯგუფისათვის. მე მჯერა, საქართველო გამთლიანდება და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერქართულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებსშორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

No comments:

Post a Comment