01 May 2015

გიგლა აგულაშვილი, ტარიელ ხიჩაგიშვილი, თინა ხიდაშელი - ახალი მინისტრები

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უმრავლესობის დეპუტატი გიგლა აგულაშვილი უხელმძღვანელებს,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს კი იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი ტარიელ ხიჩიგაშვილი ჩაიბარებს.
ცვლილება შეეხო თავდაცვის სამინისტროსაც, რომელსაც სათავეში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თინა ხიდაშელი ჩაუდგება.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პირველის გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობაში მხოლოდ გადამდგარი მინისტრები ჩანაცვლდებოდნენ, ცვლილებები სხვა უწყებებსაც შეეხოთ.

No comments:

Post a Comment