დღეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე რუსთავში, ფალიაშვილის ქ. #24ა-ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ აღდგომის დღესასწაული და ბრწყინვალე შვიდეული მიულოცეს.
აქცია პროექტის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’ ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, რუსთავის მერიისა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 15 ოჯახს სააღდგომო საჩუქრები და პროდუქტი გადაეცა.
რუსთავში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური განსახლების სულ 29 ობიექტია გახსნილი.

No comments:
Post a Comment