მიმოხილვაში ნათქვამია, რომ მსოფლიომ არქიტექტურის ახალ ერაში შეაღწია და ბათუმის McDonald’s–ის შენობის გარდა, მსოფლიოში მომავლის არქიტექტურათა შორის დაასახელა ნორვეგიაში ე. წ. ჩრდილოეთის ირმის პავილიონი Tverrfjellhytta reindeer pavilion in Hjerkinn; ესპანეთის ქალაქ სევილიას ცენტრში არსებული ხის უდიდესი სტრუქტურა Metropol Parasol–ი; სოციალური კომპლექსი პორტუგალიაში Alcabideche Social Complex; ვინილის
ღია პავილიონი ფლორიდაში მაიამიზე Drift pavilion for Design Miami; საკონცერტო დარბაზი იაპონიაში, მაცუშიმაში Ark Nova; ცენტრალური ტელევიზიის შენობა ჩინეთში; ნიუ–იორკში არსებული პავილიონი Wendy pavilion in Queens; სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოს ეროვნულ პარკში ინტერპრეტაციის ცენტრი– Mapungubwe Interpretation Centre; ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში შენობების მხატვრული არქიტექტურა – Favela Painting Project .
როგორც ცნობილია, ბათუმის მაკდონალდსის კომპლექსი გავლენიანმა ინტერნეტგამოცემამ ArchDaily, 2014 წლის საუკეთესო შენობად დაასახელა, გარდა ამისა, Architizer.com-მა იგი 2014 წლის საუკეთესო კომერციულ დაწესებულებათა დიზაინის მქონე შენობებს შორის დაასახელა.
No comments:
Post a Comment