კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტისთვის" გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ „ჰაიათი" მხოლოდ იქ ფართოვდება, სადაც მათი სასტუმროს სტუმრებს სურთ დასვენება. სტუმართმოყვარეობის, ბუნების, საუკეთესო სასმელისა და კერძების გამო კი საქართველო პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა. მისივე თქმით, საქართველო ასევე მიმზიდველი გახდა უცხოური ინვესტიციებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეფორმების გამო.
„ჰაიათის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომპანიას ძლიერი წარმომადგენლობები აქვს რეგიონში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთსა და უკრაინაში, თუმცა კომპანიის მიზანია წარმომადგენლობები გაზარდოს იმ ქალაქებში, სადაც მათ ტურისტებს მოგზაურობა სურთ და საქართველოში სასტუმროს გახსნაც ლოგიკური ნაბიჯია.
მისივე თქმით, „ჰაიათი" მოხარული იქნება, რომ განიხილოს შესაძლებლობები თბილისის გარდა სხვა ქალაქებში სასტუმროს გახსნისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს კომერციულად მომგებიანი იქნება, როგორც მფლობელისთვის ასევე „ჰაიათისთვის".
როგორც ცნობილია, უკვე გადაწყდა, რომ „ჰაიათი"-ს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში რუსათველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში 2017 წელს გაიხსნება.
წყარო: www.commersant.ge
No comments:
Post a Comment