როგორც ვაშაკიძემ აღნიშნა, ინოვაციური ცენტრები ყველა იმ მოქალაქისთვის იქნება გათვლილი, რომლებსაც იდეის განხორციელებაში მხარდაჭერა დაჭირდებათ.
"გაკეთდება ინოვაციური ცენტრები, დაახლოებით 500 ინოვაციური ცენტრი უნდა გაკეთდეს, სადაც ყველა პიროვნებას შეეძლება მივიდეს, მიიღოს კვალიფიციური დახმარება მისი ინოვაციური წინადადებების რეალიზაციისთვის. შეეძლება
გამოიყენოს ის მდიდარი შესაძლებლობები, რაც ინტერნეტს გააჩნია. ფაქტიურად საკმაოდ ძლიერი დახმარებაა...
წარმოიდგინეთ ადამიანი ცხოვრობს მესტიაში და მოუვიდა თავში იდეა, არაფრის საშუალება არ აქვს - ინოვაციურ ცენტრში, რომელიც ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით იქნება უზრუნველყოფილი, მიეხმარებიან მას მასალების მოძიებაში, მიეხმარებიან თავისი იდეის შეფუთვაში.
ეს იქნება მეორე ეტაპი და განხორციელდება მას შემდეგ, რაც დასრულდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით საქართველოს მიერ კონტროლირებადი ყველა რეგიონის დაფარვა. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი 2 წელიწადში ყველა ამ რეგიონს ექნება",-განაცხადა ვაშაკიძემ.
მისივე განმარტებით, ცენტრები ინვესტორების მოზიდვით აშენდება და სახელმწიფო პროექტის განხორციელებაში ხელს შეუწყობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2014
წელს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის (ტექნოლოგიური პარკი) მშენებლობა დაიწყო. ობიექტი ოქროყანაში, 18 000 კვ. მ. ტერიტორიაზე განთავსდება.
ინოვაციური ცენტრების პროექტი, ისევე როგორც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტი, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ყველა დანარჩენ რეგიონში განხორციელდება.
No comments:
Post a Comment