18 March 2015

სესიაშვილი გაბაშვილს-სადაც აქციის გამართვას გეგმავთ,იქ თქვენ ხალხი დახოცეთ(ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის-ერთ-ერთ ლდიერის ირაკლი სესიაშილის განცხადებით, იქ სადაც "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს აქციის გამართვას გეგმავს, რამდენიმე წლის წინ " ხალხი დახოცა და სისხლი დაღვარა," - ამის შესახებ სესიაშვილმა განცხადება, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში, თოქშოუ "არჩევანში" გააკეთა. მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან აქციებზე საუბარი მიუღებელია.

"ბატონო გოგა, 22 მარტს თქვენ იმ ადგილას გეგმავთ აქციის გამართვას, სადაც ადამიანები დახოცეთ და სისხლი დაღვარეთ. არ დაგავიწყდეთ ეს და კარგად დაიმახსოვრეთ. ერთხელ ვერ გაბედეთ და ბოდიში ვერ მოიხადეთ... ყოფილი ლიდერები რომ დაკავებულები არიან, ეს ბუნებრივია, რადგან ქვეყანას მართავდა 5-კაციანი მაფია," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




No comments:

Post a Comment