26 March 2015

"წელს მთავრობა 1500-ზე მეტ მეწარმეს ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე 1500-ზე მეტ მეწარმეს ბიზნესის წამოწყებაში მთავრობა დაეხმარება.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რამდენიმე დღეში ახალი პროექტი იწყება, ეს არის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, ამ წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 1500-სზე მეტ მეწარმეს გაეწევა დახმარება ბიზნესის წამოწყების კუთხით. 2100 ადამიანი გაივლის სპეციალურ ტრენინგს და 2400-ზე მეტი ადამიანის პირდაპირი დასაქმება მოხდება“, - განაცხადა პრემიერმა.

No comments:

Post a Comment