აფხაზი ჩინოვნიკის უპრეცედენტო განცხადება, ქართული მხარის მიერ აფხაზეთში განხორციელებულ სამედიცინო პროექტებზე. – გალის დე ფაქტო გამგებელმა თემურ ნადარაიამ ქართულ სამედიცონო პროექტებში აფხაზეთის მცხოვრებელების ჩართვა დადებითად შეაფასა. მან აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ღიად 24 თებერვალს, გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დააფიქსირა, მისი განცხადებით, ქართული მხარის მიერ განხორციელებული სამედიცინო პროექტები და ის დახმარებები, რომელიც ქართველმა მედიკოსებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე განახორციელეს მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. გარდა ამისა არაღიარებული აფხაზური რესპუბლიკის ოფიციალურმა პირმა, სოფლების გაგიდა და განახლების მაცხოვრებლებთან დროებითი ბინადრობის საკითხებზე ისაუბრა. დე ფაქტო გამგებელმა მოსახლეობას აფხაზური დე ფაქტო მთავრობის მიერ ახლად მიღებულ კანონებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
"თქვენ გაქვთ უფლება და უნდა გქონდეთ იმის სურვილი, განწყობა, რომ იცხოვროთ უფრო უკეთეს პირობებში ვიდრე ამ დრომდე ცხოვრობდით. ჩვენ მზად ვართ დაგიგოთ გზები, მოვაგვაროთ მიწის გადასახის საკითხები სადაც ვაპირებთ პოზიტიურ ცვლილებებს და რაც მთავარია აღმოვფხვრათ კრიმინალი." – განაცხადა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ.
No comments:
Post a Comment