26 February 2015

“თავისუფალი თაობა" ბოკერია,სააკაშვილისა და ახალაიების კუთვნილებაში არსებული სასახლეების ფოტომასალას ასაჯაროებს

“თავისუფალი თაობა" ბოკერია,სააკაშვილისა და ახალაიების კუთვნილებაში არსებული სასახლეების ფოტომასალას ასაჯაროებს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, „თავისუფალმა თაობამ“ რამდენიმე დღის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და პროკურატურაში განცხადებაც შეიტანა,საუბარი იყო გოგა ხაჩიძისგარემოს დაცვის მინისტრობის პერიოდში უკანონოდ გაჩეხილ წყნეთის ტყე-პარკთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი ნაცმაღალჩინოსნების სასახლეები წამოიმართა. მათ შორის არის მიხეილ სააკაშვილის , ახალაიებისა და გიგა ბოკერიას სახლები, თუმცა ბოკერიას მეუღლემ ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა წყნეთში მათი სახლის არსებობა უარყო. „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილი კი სწორედ ბოკერიების ოჯახის კუთვნილებაში არსებული სასახლის ფოტო გაასაჯაროვა.
“რაც შეეხება ახალაიების ვილას „თავისუფალმა თაობამ “ კიდევ ერთხელ გადაამოწმა თუ ვის კუთვნილებაშია აღნიშნული შენობა-ნაგებობა. როგორც დადასტურდა სასახლე, რომელშიც ახალაიები ბინადრობენ , დღეს დათა ახალაიას სიმამრის, ბატონი ბენიძის ,კუთვნილებაშია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული ქონება მოძალადე ახალაიების კლანს ეკუთვნის.
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის , მართლაც რომ მდიდრული სასახლე , ცნობილ ვერსალს , რომ არაფრით ჩამოუვარდება „ვისოლის“ ხელმძღვანელის ბატონი ფხაკაძის დაკვეთით შენდება,რაც საერთოს არ ყოფილა მოულოდნელი, ვინაიდან საქართველოში სააკაშვილის აქტივების ხელმძღვანელი სწორედ ფხაკაძეა, რომელსაც თამამად ვუწოდებთ სააკაშვილის კარის ბიჭს.
„თავისუფალი თაობა“ სამომავლოდ გეგმავს ნაც მოძრაობის სხვა მაღალჩინოსნების უგულავას,მერაბიშვილის,თარგამაძის საკუთრებაში არსებული სასახლეების გასაჯაროვებას, რათა საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ქონება მიიტაცა ყოფილმა ხელისუფლებამ.“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

No comments:

Post a Comment