21 January 2015

იაღლუჯას მთაზე ტურისტული კომპლექსი აშენდება


გარდაბანში, იაღლუჯას მთაზე ტურისტული კომპლექსი აშენდება, რაც 30 მლნ აშშ დოლარი დაჯდება. კომპლექსს, რომელიც მოიცავს 200 ნომრიანი სასტუმროს, 8 კოტეჯისა და სამედიცინო მომსახურების ობიექტის მშენებლობას, კერძო პირი თემურ თაბაგარი ააშენებს.

ინვესტორმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 70 000 კვ მეტრი არასასოფლო–სამეურნეო მიწის ფართი 525 000 ლარად შეიძინა.

გათვალისწინებული პირობების მიხედვით, ინვესტორი 30 მლნ დოლარის ინვესტიციას 2 წელში განახორციელებს და 130 ადამიანს დაასაქმებს.


წყარო: www.commersant.ge

No comments:

Post a Comment