
რამდენიმე კონფიდენციალური წყარო ადასტურებს, რომ "რესპუბლიკელების", "თავისუფალი დემოკრატების", "ფორუმის" შტურმი პრემიერ-მინისტრზე, როგორც ჩანს, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ისინი ახალი პოლიტიკური თამაშებისთვის ნიადაგს ამზადებენ ამის შესახებ გაზეთი "ალია" წერს. წყაროს ინფორმაციით, თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში ქაოსი გარდაუვალი იქნება. მთავრობის ეს შემადგენლობა, სავარაუდოდ, შეიცვლება და თუ გაჭირდება პოლიტიკურად, ივანიშვილი მზად არის, ღიად ჩაერთოს პროცესებში. „თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის მიმართ დაწყებული კამპანია, რომელიც ერთ კონკრეტულ განცხადებას მოჰყვა, რომ თავდაცვის უწყება უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებდა, შესაძლოა გახდეს ახალი პროცესების დასაწყისი, "რესპუბლიკელების", ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატების", "ფორუმის" შტურმი პრემიერ-მინისტრზე, როგორც ჩანს, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ისინი ახალი პოლიტიკური თამაშებისთვის ნიადაგს ამზადებენ. ერთი რამ ფაქტია, "რესპუბლიკელების" თავდასხმით განცხადებებს პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდზე, ტენდენციური სახე მიეცა. კოალიციას გამოეთიშა "თავისუფალი დემოკრატები", ცალი ფეხი გადადგმული აქვს ოპოზიციაში "რესპუბლიკურ პარტიას" და ისინი გამოიყურებიან "ვანკა-ვსტანკას" პოზიციაში, ისინი ემიჯნებიან ხელისუფლებას და, ფაქტობრივად, ყველა პასუხისმგებლობას გაურბიან.
კრიტიკული განცხადებებით პრემიერისა და მისი გუნდის მიმართ განსაკუთრებით გამოირჩევა დავით ბერძენიშვილი. "წერს „ალია".
წყარო: „ალია"
No comments:
Post a Comment