25 December 2014

“რამდენიმე კაცის გარდა ღარიბაშვილის გარემოცვაში ყველა მოღალატეა”

ნაციონალები, რესპუბლიკელები და თავისუფალ დემოკრატები მალე კოალიციას შექმნიან. ამის შესახებ "ახალ თაობასთან" სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი და პრემიერ ღარიბაშვილის მხარდაჭერი , აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე აცხდებს. მისი თქმით, რესპუბლიკელებმა ძალიან ცუდად გაშალეს ფრთები და მალე გაფრინდებიან . აკადემიკოსის მტკიცებით, რამდენიმე კაცის გარდა ღარიბაშვილის გარემოცვაში ყველა მოღალატეა. ამასთან, აკადემიკოსი საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაჯგუფებას პრეზიდენტიც ქმნის და მარგველშვილმა ამისთვის ხან არასამთავრობოები შემოიკრიბა, ხან ნაციონალები და ხან ალასანიას „ბრიგადა"- აღნიშნავს ელიზბარ ჯაველიძე

წყარო „ახალი თაობა"

No comments:

Post a Comment