25 December 2014

"ჯანელიძის გადადგომაზე საუბრობს ძალა, რომლის თავდაცვის მინისტრებიდან ერთი ძებნილია, ერთი ციხეში იჯდა, ერთი ციხეში ზის და მეოთხე ძლივს გადაარჩინეს დაჭერას"


მთავრობის სხდომის დაწყებამდე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ არასწორი განცხადების გამო ტავდაცვის მინისტრის გადადგომა არასწორია. სუბარი აცხადებს, რომ უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი განცხადების გამო, უწყებამ ბოდიში მოიხადა "თავდაცვის სამინისტრომ მოიხადა ბოდიში არასწორი განცხადების გამო და პრემიერმაც მისცა შეფასება.რაც შეეხება გადადგომას, ეს არის უბრალოდ აბსურდი და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოთხოვნა იმ ოპოზიციური ძალის მხრიდან მოდის, რომელმაც თავისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში, ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ომი, 2 დღეში წააგო ომი და შემდეგ ზეიმი მოაწყო რუსთაველზე, ვითომ გამარჯვების და დაკარგული ტერიტორიების აღსანიშნავად. რომლის მთავარსარდალი ფორთხავდა ტალახსა და მტვერში, ბოდიში არ მოუხდია ქართველი ხალხისთვის. რომლის თავდაცვის მინისტრებიდან, ერთი ძებნილია, ერთი ციხეში იჯდა, ერთი ციხეში ზის და მეოთხე ძლივს გადაარჩინეს დაჭერას. და რაზე მელაპარაკებით, რომ არასწორი განცხადების გამო როგორ დგას საერთოდ თავდაცვის მინისტრის გადადგომის საკითხი არვიცი”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.


No comments:

Post a Comment