25 December 2014

საქართველოს პრეზიდენტს მოსკოვიდან მოსაწვევი გამოუგზავნეს...

მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიწვევა კრემლისგან საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიიღო. აღნიშნული ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ საგარეო საქემთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის ნოტა, რომელიც უკავშირდებოდა მსოფლიო ომის 70-ე წლისთავისთვის დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს. ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ფედერაციის ნოტაში არსებული ხარვეზის გამო ის რუსეთის ფედერაციას უკან დაუბრუნდა. ხარვეზი გიორგი მარგველაშვილის მამის სახელს ეხებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაწვევის ჩასწორებული ვარიანტი აღარ მიუღია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ლავროვის უწყებაში სანდო წყარო ადასტურებს, რომ მიწვევას თბილისი აუცილებლად მიიღებს.

No comments:

Post a Comment